ბიჭი
კამფეტებს არიგებს მოხუცი ბაბუა არადა თავისთვის არ აქვს ფული, ქუჩაში სქროლებით დარბიან ბავშვები და თითქოს სამყარო დამშვიდებული, არის და ასეთებს ვერ ვიტანთ გარემოს არადა, კასაში ხურდები ყრია, და რასაც მდიდრები ჩუმად აგროვებენ, ჰო მაგას ქურდები შუაზე ჭრიან, მესამე წელია მარტო ვარ , ქრონიკას იმედის დილას და კურიერს ვუსმენ, მოხუცი ბავშვი ვარ , არასდროს მქონია ლამაზი დილა , საუზმით , არყისფრად იწყება ყოველი დღე და საღამოს პორიზონტს ვუმზერ, იქამდე დაფიქრდი რამდენი რამ ვნახე სანამ დამიძახებ ლუზერს . ხელების დაბანა თუ არ გავიწყდება, არ ნიშნავს რომ შენ ხარ სუფთა, რამდენი ტყვია მაქვს ფანჯარის რაფაზე, არცერთი მივიდა გულთან, რა უნდა დამაკლოს , სამყაროს დინებამ, არასდროს მქონია სახლი, ახლა თუ რამეს ვტენი და ვაკეთებ, პირდაპირ სახეში ვახლი. ხელებზე მეცემა მოხუცი სხივები არადა , ახლახანს გამოიდარა, მე ჩემი აზრი მაქვს არავის ვედრები, სულ ყველა აზრიდან გამომდინარე, თითებზე მატყვია ათასი სეტყვები, დღეები რომელსაც ვიხსენებ ახლა, არ მინდა წავიდე მაგრამ იძახიან, რომ უფალს კარგები სულ მიყავს მასთან. ათასი პალიტრა , ათასი გაზეთი და წვეთი სიმართლე არ არის არსად, თუ დავიკარგები მე ვინღა მიპოვის და არ მინდა სიცოცხლე არავის მსგავსად. ხაზები გაავლეს კორპუსის ჯებირებს და მაინც არცერთი სიმშვიდე არ ჩანს, ხელები დავიდე გულზე საერთოდ არაფერს იძახის ფერების დასტა. ლამპინს სინათლე ისე ეზარება, მგონია რომ დილით ადგომაც უჭირს, და ზოგჯერ ისეთი უემოციო ვარ , ვერაფერს ვერ ვხედავ , ყრუ ვარ და მუნჯი, შენიდან ჩემამადე გავლილი გზებივით, ბოლოს ხომ მთავრდევა სულ ყველა გლოვა, ამიტომ არ ვიცი რას უნდა ელოდო, რასაც ელოდები არასდროს მოვა. და ზოგჯერ მგონია ნაცობი ქუჩებით, თუ ვივლი მოვაღწევ შენამდე ალბათ, მე ყველა განთიადს ერთი დღით ვქირაობ და მერე შენივე პარტერში ვფლანგავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი