რაცხა


კატებს ყვავილების ჟაკეტები შევუკერეთ,
ქლიქ ქლაქ და მერე ხოდიანად შევუბერეთ, 
უბნის გეტობზე ვარბენინეთ ქარაფები,
ყველა გავარჩიეთ რაც კი იყო გასარჩევი,
წრეზე აბსოლუტის ბოთლები და ქაღალდები,
ღამე მოხუცი ბირჟები და გარაჟები,
გარეთ გამოსული აისები სკოლებიდან,
ჩამოხსნილი თაობა ვარ სქროლებიდან,
წვიმაა ასველებდა ღამე მოსულ პარაპლანებს,
ყველა მივიწყება მონეტაში გადაცვალეს,
უნდა გვყვარებოდა მაგრამ მაინც არ გვაცალეს,
ზამთრის სინანული მონოებში გადაყარეს,
სამი ერთნაირი გაზაფხული გამოვიდა,
ალბატროსებივით იახტებზე ჩამოვჯექით,
ჩუმად გამოვედით მერე ნისლის ფანტომიდან,
ბევრჯერ დავეცით და იმდენჯერვე წამოვდექით,
სანამ აპრილები თეთრ გვირილებს მოიტანენ,
სანამ პოეტები თავებს აღარ მოიკლავენ,
სანამ დროები ამ მეფეებს მოიჭამენ,
მანამდე ვატრიალებთ ლუპზე ამ მონოგამებს.
არავინ არ მიყვარდა არსად ჩემი ტოლებიდან,
აპოკალიფსი ვარ ჯინ გრეის მონოტომებიდან,
კარზე დარჩენილი შემოდგომის ფოთოლი ვარ,
ზოგჯერ სიმშვიდე ვარ , ზოგჯერ კიდევ მორდორი ვარ,
რამდენ წვიმებს და ქარიშხლებს მოვყოლილვარ,
ყველა მყავს მაგრამ მამით მაინც ობოლი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი