კარგი ბიჭი 2
ხელზე დახვეული ქსელები და კაბელები, დილით აივანზე მოწეული ბოლო ღერი, ვენებიდან გამოსული სისხლის სადენები, თვალებზე დადებული მოგონების მტვერი, წრეზე ქაალაქები , ქალაქებში სიკვდილები, ნეტავ როდის მოვლენ გაზაფხულის გვირილები, აქ ხომ აბსურდული ქაოსით და ღიმილებით, ჩვენსავით ცხოვრებენ და არასწორად ციტირებენ, ვწერე ფანტომები , ლირიკული კრიზისიდან, ჩემს თავს დავუშავე , გავაშავე ანალიზი, მე ვარ წამოსული ხმელთა შუა ზღვიდან, ანუ ტაიპანი ვარ და დაგეწყება პარალიზი, კარებს მოიხურავს მალე ალბათ შემოდგომა, ღამე ჩამოწვება, ქალაქებიც დაიძინებს, მე ხომ ღამ ღამობით სატანასთან ვმეგობრობ და, მე თუ არ მძინავს , ჩემთან ერთად არ იძინებს, ოცნებებს დაანგრევენ მალე ქუჩის ჯებირები, ისევ მომაკითხავს ლოთები და შეშლილები, ისევ გავაგრძელე ჩემი მრავალ წერტილები, თავიდან გავაგზავნე ვერ წასული მესიჯები. ზოგჯერ არავინ ვარ საკუთარ თავს დავეკარგე, ვწერ და ყველაფერი ისევ ისე მასხვაფერებს, ნეტავ ჩემი თავი არასოდეს არ მენახა, ხალხს რომ შევერიო ვერაფრით ვერ გამარჩევენ, ბნელი არსებები სიხარულით მიყურებენ, თითქოს მოგების ქულა ვიყო ტრიბუნებზე , ხელზე სამურაის ტატუ მაქვს და მითუმეტეს, რაც უფრო ცუდები ვართ, უფრო მეტად ვქმნით უკეთსს. წერე სანამ დროა აღიარო შენი ნიჭი, აწი ვერასოდეს ვერ იქნები კარგი ბიჭი. აწი ვერასოდეს თავს ვერ იგრძნობ კარგად, რადგან საკუთარ თავს ყოველ წრეში კარგავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი