რაცხა 2


ბითზე შემოვვარდი ვერაფერი გამაჩერებს,
ხელი შევაშველე მატადორის წითელ წრეებს,
უნდა ჩავიდინო მკვლელობები ასარჩევად,
ღამე ნისლებიდან ვერაფერს ვერ გაარჩევენ,
ქვებზე ამოვჭერი მერამდენე ქვაფენილი,
ისევ თოკზე არის ვერლიბრები გაფენილი,
ბითზე დავსრიალებ როგორც ნისლის ქარტეხილი,
მე ვარ მწარე როგორც მეშვიდე გაკვეთილი,
ფირზე ატვირთული ალბომების კრებული ვარ,
ვეღარ ვიხედები თქვენით გაოცებული ვარ ,
იმდენჯერ ავირიე თითქმის დალაგებული ვარ,
ვერსად ვერ გამექცევი ბითზე ჩასაფრებული ვარ.
კანზე სვირინგივით პეტარდები ამოვიწვით,
მეცხრე ცასავით ვარ , მიუწვდომელ ნაპრალებში,
მთელი თქვენი ცისარტყელა ფეხზე ამოვიცვი,
სანამ მოკვდები და სიცოცხლისგან გადავრჩები.
მინდა ღამე ქარებიდან გამოსული აისები,
სანამ ემოციებს გაუშვებ და დაიცლები,
სადღაც დავკარგეთ ბავშვობა და ხალისები,
ეზოში ქვიშით ვთამაშობდით, სახლში ბალიშებით,
კედელს მივაწერე არასდროს დავბრუნდები,
თუ არ მომიკითხავ თუ კი ისევ გაჩუმდები,
თუ კი ისევ არ გაქვს სამყაროსთან პასუხები,
მწვანე კარადებთან მოვკვდები და გავხუნდები,
უკვე არაფერი არ მახარებს ყველა დღეა,
როგორ გავიღიმო ამ საშინელ ღიმილებში,
უკვე რეალობაც , ბოროტების სავანეა,
რამდენი ტკივილია, მიტოვებულ ტკივილებში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი