N
მე მაქვს სხვანაირი მაგრამ კარგი ისტორია, ჩემი სიყვარული სულ სხვაგვარად მიპოვნია, არც ის იფიქრო რომ შენზე წერა იოლია, ჩემო გაზაფხულო, ჩემო სულის სიმფონიავ. შენზე იმდენი მაქვს საბაუბრო ალბთ გჯერა, ალბათ ასეთია სიყვარული, ბედისწერა, როგორ შეძელი რომ შენზე ფიქრში მეღიმება, ვიცი შენი მსგავსი ვერავინ რომ ვერ იქნება, ჩემი იმედების მომტანი და მერცხალი ხარ, ბევრიც რომ ეცადო მაინც ვერსად ვერ წამიხვალ, თუნდაც შენთან ვიყო , კიდევ უფრო შენთან მინდა, ჩემი ძველი ვერსიები სადღაც გამიფირინდა, რაღაც ახალი და საოცარი მოგაქვს ჩემთვის, შენზე ყველაფერი ლამაზი და კარგი მეთქმის, სულ სხვა სამყარო ხარ სამყაროოებს აკავშირებ, ჩემი სუნთქვა ხარ და უფრო მეტად აგახშირებ, მინდა ჩაგეხუტო თითქოს სულში გეხებოდე, მინდა გიყურებდე და ყურებით ვერ ვძღებოდე, შენამდე რამდენ გზებს და ჭაობებს ვეხებოდი, შენში გამიმართლა აღარ ვარ მეოცნებე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი