ღამე


04:14
ჯერ შენი თავი დაიხსენი ყველა ტანჯვისგან,
სინამდვილეა ასახული ახლა ფირებზე,
რომ შენ წასვლაც კი გაპატიე, ჩემი თავიდან,
არ ვიცი როგორ უნდა ვწერო, გარდაცვილებზე.

და ავადმყოფი ჩემი სული როგორ გადარჩეს,
ფიქრიც არ მინდა იმაზე თუ რა რიგ რთულია,
ველოდები ჯერ არ მოსულ უფლია განაჩენს,
რადგან ვიცი რომ ეს ეპოქა დასასრულია.

დასასრულია ყველაფრის და დასაბამიდან,
ეს იყო თქმული ნაწერებში საკმაოდ ძლიერ,
რომ თუ ერთმანეთს ამივშლიდით ჩვენი გულიდან,
დავისჯებოდით, ღმერთების და მწერლების მიერ.

და ყველა ცოდვა რასაც ალბათ ახლაც ჩავდივართ,
არ არის ჩვენი სიცოცხლისთვის კარგის მაქნისი,
ერთმანეთი რომ შეგვიყვარდეს ამის მაგივრად,
სიძულვილია დასასრულიც და დასაწყისიც.

მე როგორც მწერალს არ შემშვენის სიტყვებს ვეფერო,
რადგან სათქმელი პირადპირ ან ირიბათ ითქმის,
და თუ გჭირდება დახმარება მოგეშველები,
რადგან მეც ასე დამეხმარნენ, რომ მოვკვდი თითქმის.

ამ ნაწერებში, ამაოა რასაც მივაწერ,
რადგან სულ სხვაგვარად რეალობას ვხედავ გარშემო,
მე სამწუხაროდ, საფრთხის ნიშანს ვერ ვგრძნობ წინასწარ,
თორემ ხომ იცი, ავდგები და მოგეშველები.

მე ვერ ვაზრვნებ ai -ის ინტელექტივით,
რადგაn ამჯერად სულ სხვა არის ჩემი სამიზნე,
ჰო მართალია ვერ შევძელი გულის დათმობა,
სამაგიეროდ ავდექი და სული დაგითმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი