წერტილი


რთულია პასუხი კითხვების გარეშე,
შენ ახლა აღარ ხარ ჩემთან და გარშემო,
და ნეტავ რას იტყვი, წასრულის წამებზე,
ყველაფერი რომ, თავიდან გაჩვენო.

ცივა და სიცივე სხეულშიც დამჩემდა,
არც ისე მარტივად მოვიდა ეს წელი,
და შენ თუ შეგეძლო ბოროტის გარჩევა,
მე რა დამემართა რატომ ვერ შევძელი.

მე ვერ ვწერ. ხმაურში არ მინდა დავწერო, 
უბრალოდ ზოგჯერ ხომ განცდაა ამისთვის,
თუ მომკლავ , მომკალი დრო აღარ გაწელო,
რადგან ვიტანჯები სულ ყველა წამისთვის.

შენ ეძებ შენივე სიკვდილის პროტოტიპს
ხოდა ამ ძიეიბით მიხვედი დასკვნამდე,
შენ კი არ იყავი ცდუნებით ბოროტი,
ბოროტი სულები ამ წესით გმართავდნენ.

გახელილ თვალებზე, მატყვია სეტყვები,
ნაომარ სულიც კი ჩვევად მაქვს გადავრჩე,
და როცა ვერ გხედავ და ვეღარ გეხები,
მინდა რომ საკუთარ სუიციდს ვხატავდე.

და მერე ავდგე და დავძლიო შიშები,
ახლა ხომ დრო არის ვიძიო შური და
ჩემივე გულიდან ავიდგა სიტყვები,
განცდები მოვძერწო ჩემივე სულიდან.

იანვრის ღამეა, სუსხით და ქარებით,
აივნებს კლიმატის სასჯელი დაეტყოთ,
და სულ რომ არ იყვნენ ამ ქვეყნად ქალები,
მე შენთან მოვალ მითები დავლეწოთ.

რომ ნამდვილს სიყვარულს არრა აქვს საზღვარი,
რომ შენი თვალებით სამყარო მანცვიფრებს,
და როცა დაგვტოვებს ეს მუნჯი ზამთარი,
გთხოვ შენც არ დამტოვო, ყველაფერს გაფიცებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი