ახალი წლის ეპიტაპია
ახალი წლის ეპიტაფია განწირულ ზეცას აღარ დარჩა მწიკვი სიცოცხლე, ფირებს აკლიათ ძველი წლების ნაფეხურები, და მეც არ ვიცი მერამდენედ გადვაიტანო, ეს ზამთრები და არ მოსული გაზაფხულები. ახალი წელი მოვიდაო ამბობს ბებია, და სანათები მოახვია ეზოში ნაძვებს, ჩემთვის ,,ახალი” არ არსებობს უკვე წლებია, რადგან ძნელია, არ დაეყრდნო გარშემო ფაქტებს. რომ სულ სხვანაირ დღებს გვაძლევს უკვე სამყარო, რომ სიკეთეში ბოროტებას უფრო ვინახავთ, როგორ მინდა რომ, ყველას ერთად ახლა ვახარო, რომ ჩემი ღმერთი დამეკარგა… ხომ არ გინახავთ? მე ყველაფერი დამემართა როცა დამტოვე, და შენ თუ ცდილობ ამ ყველაფრის ნათლად დანახვას, როცა წვიმები ზამთრის მოსვლას ასე გვამცნობენ. შენ სად წახვედი, ჩემო ღმერთო! ახლა სადა ხარ?! განწირულ ზეცას აღარ დარჩა მწიკვი სიცოცხლე, ფირებს აკლიათ ძველი წლების ნაფეხურები, და მეც არ ვიცი, მერამდენედ გადვაიტანო, ეს ზამთრები და არ მოსული გაზაფხულები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი