დასავლური
მე ქუჩებს , მივუყვები სევდიანად ვფიქრობ მარტო, მინდა ყველა დასასრული მიმოვფანტო, რამდენ ქაოსს დავიტევდი ეს სამყარო მე რომ ვიყო, წვიმა ვიყო , როცა მინდა ვიწვიმო და გადავიღო, და არ წაიღოს ყველამ ვისაც რამე უნდა, ვინც გვიკბინა ვუკბინეთ და გაველურდაა, და ასე უნდაა, ჩვენთან ბიჭო ხოდი არი, და არ შეიძლება ბიჭო უთავბოლო ბოდიალი. რას ჩორტაობთ ბიჭო აგვიდუღდა სისხლი თავში, ჩვენი სტილი იწერება ჩვენის სტილის ქვეყანაში, და ცხოვრებაში , თუ რა გზები გავიარე, მოგიყვები თუ მომისმენ, ხოდა მერე მაღიარე, და გაპირადნენ, სუფთა სისხლის ნაბიჭვრები, არ ქნა ბიჭო ვერ აბარებ ამ გამოცდა ჩაიჭრები, და აიჭრები, ვერ იპოვი შენ სხვა თემას, ვერ გაუძლებ გადაგცემენ, კრიტიკოსის ანათემას. და განათებას , მოუფრთხილი შავი გვათბობს, ის კი არა პროჭია მაინც კაცობსს, და დაილოცოს უფლის ნება, მხოლოდ რწმენა თუ გვიშველის დანარჩენი იბრიდება. ამ ჰიბრიდებმა, რა იციან დასავლური, თუ რამდენი გზები არი სისხლის ფასად გაკვალული, და დაფარული რამდენია, საწყისია, უფალო მათ ააპატიე რას სჩადიან არ იციან…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი