lilesi
გუბე მაქვს ხელისგულზე სისხლის და ნამთვრალევმა... (ასეთ დროს ამასაც მარტივად ივიწყებენ) შენამდე მოსასვლელი ნაბიჯი დავთვალე და ხიდები გავიყვანე, გზები და ბილიკები... ჩვენ ასეთ სიმთვრალეს არავინ მოგვიწონებს, და იმ შავ სიმშვიდეშიც ტყუილად გვიტყუებენ.. მე და შენ, ამ ქვეყნად ყველაზე ურწმუნოებს, უფალს თუ გვაფიცებენ არასდროს ვიტყუებით... შენ მთხოვდი, რომ მიწა მხოლოდ მე დამეყარა მე გთხოვდი ყვავილებს, შროშანებს, იაგუნდებს, და მერე დამიბარე რომ უნდა შევიყვარო მხოლოდ ის, ვინც უფლის კარამდე მიერთგულებს... რომ ჩემზე უამბობდი ცაში ვინც დაგხვდებოდა, რომ ცაშიც, ჩემს ამბებს, ახლიდან მოყვებოდი და მერე იცინოდი...სიცილი გიხდებოდა. ახლა იმ სიცილისთვის ათასჯერ მოვკვდებოდი.... იცინე,რომ ღმერთმა ჩემამდეც მოაღწიოს რაც მტკივა მაგ შენმა სიცილმა გამიქარვოს ათივე მცნება, რომ წაშალოს,დაარღვიოს და ჩვენი სიყვარული ირწმუნოს ,იქადაგოს! იცინე ,რომ ზღვებმა ტალღები აშრიალონ და მერე ტალღები ზღვებს ვეღარ ემონება იცინეე და მერე რა უნდა დაგვიშაონ ცის მკაცრმა მამებმა-ღმერთებმა,დემონებმა!!! გიმღერი , შენი ხმით ,ჩემს ლექსებს დაწყევლილებს.. უშენოდ ანთებულ თვალებსაც ვეურჩები, კედელზე შენს სახელს ვინც ჩუმად მაწერინებს მეც ვერ ვცნობ... რადგან ის მოდის და აღარ რჩება...! გუბე მაქვს ხელისგულზე სისხლის და გეფიცები მის სითბოს ვირწმუნებ შენსას რომ ვეღარ ვნახავ ტუჩზე ხელს ავიფარებ, არსად არ წამომცდები და გულისჯიბეში ხატივით შეგინახავ!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი