ანოიას


ისმინე რასაც ვწერ, შორია შენამდე,
ალბათ ამ მანძილზე არ უნდა ვიცინო,
ან იქნებ უბრალოდ სულ უნდა გხედავდე,
სულ უნდა მახსოვდე და შენზე ვიფიქრო.

იფარებს ალიონს, გრძნობების საფარი,
ვერ ვწყდები შუა ღამ, მარტოსულ ბოდიალს,
ხოდა ამ ქუჩებში სულ ყველა თავშალი,
დავთვალე რადგანაც ყველა შენ მოგიხარ.

გულიდან აკრეფილ გაზაფხულს მოგიტან,
და ხელის გულებზე დაგაწყობ სიყვარულს,
ამ მთლიან სამყაროს ვარდებით მოგირთავ,
ვარდების სურნელი უხდება გაზაფხულს .

ისმინე, როგორ ვწერ და როგორ ვკითხულობ,
პოეტი განცდებს ხომ ლექსებში აქსოვს,
მე ახლა შენს თვალებს შორიდან ვუყურებ,
შენ კი მშვიდად ხარ უფალთან ახლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი