anoias
ახლა მარტია , შენსავით რთული, ხასიათებით მოსული წვიმა, და გაყოფილი ეს ჩემი გული, არ იცი როგორ ძალიან მტკივა. ახლა მე ვწერდი, რა დრო გასულა, საათს შევხედე ისევ თავიდან, ჩემს ცხოვრებში გამოზაფხულდა, შენი გაცნობის ყველა წამიდან. ემოციებით ამ სირთულეზე, დატეულ ჰაერს მიცვლის მუზები, ერთ დღეს დაგიწერ ხელის გულებზე, რასაც პირდაპირ ვერ გეუბნები. არც კი იფიქრო რომ გვიანია, რომ საკმარისზე მეტია დრო და, არც ერთი წუთი არ მინანია, და არც ვიფიქრებ ამაზე ხოდა, წვიმს ახლა ჩემთან ქარი შრიალებს, ამინდებიც კი ყვებიან შენზე, თუ ჩემი სიტყვა დააგვიანებს, ერთ მშვენიერ დღეს დაგიწერ ხელზე. რომ შევიმოსე შენი თვალები, და ამ სიტყვებსაც გეტყვი თავიდან, ჩემს ცხოვრებში გამოზაფხულდა, შენი გაცნობის ყველა წამიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი