yess


ძვირფასო, მოისმინე ჩემი გულის ბგერები,
შენს თვალებზე შერჩენილი გაყინული ხელები,
ჩემი გადამტვრეული სიგარეტის ღერები,
მითხარი სად გიპოვო, მოვალ მოგეფერები,
აქაც ჩაიწერები, მემუარებს განგივრცობ,
სადმე მაინც რომ იყო, ხელის გულებს გაგითბობ,
რომ ჩაგხედო თვალებში მიხვდები რომ არ მიცნობ,
მაგრამ ღიმილებისთვის მთელ სამყაროს დაგითმობ.
სულში დაირეკა ზარი, ჩუმად აშრიალდა ქარი,
სულში დაირეკა ზარი .
მე კი ისევ აქ ვარ.
შენ თუ მოიხურე კარი , რატომ დაივიწყე მხარე,
შენი ღიმილია ფარი,
როგორც სიმართლეა მწარე.
ხოდა თუ დაასამარე, მაშინ კეთილია ნება,
შენი თვალებია სადაც ყველაფერი იკითხება,
ხოდა ეს განცდები  სადმე თუ არ იძირება,
ამას ვერ იყიდი ვერსად, არასად იყიდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი