მამაჩემს


ღამეა, ქარბუქი სიზმართა, 
თითებზე სიგარის ანარეკლს,
მე გულისქვეშეთში ვინახავ,
გარდაცვლილ სულებს და მამაჩემს.

დრო მაინც თავისას გაიტანს,
სანამ აქ დღეები ცივია,
,,ეგ შენი ღიმილი რას ნიშნავს”
ამბობ და უბრალოდ მიდიხარ.

აქ ჩვენზე არ დაწერს არავინ,
ზეცაა ლურჯი და ქილიკებს,
თუ გინდა იმდენი გადარჩი,
რამდნსაც უფალი მიგიღებს.

დღეები მნახველი აწყმყოთა,
შენს თმებში შერჩენილ მზესავით,
დარდები რომლებსაც ვახსოვართ,
და ჩვენში სიყვარულს თესავენ.

აქ როცა სიმშვიდეს ეძინა,
უაზროდ ვფიქრობდით დანარჩენს,
რამდენჯერ სული რომ მეტკინა,
სიზმრებში ვხედავდი მამაჩემს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
აპეირონ8 თვის წინ

მომეწონა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი