ახალი დღე


ქრიან ქარები, როგორც არასდროს,
წვიმების ხმაურს მოაქვს სიმშვიდე,
შენ ხომ გჭირდება დრომ რომ განგავრცოს,
და ალიონზე ფერებს იცვლიდე.

ხელებ დასერილ სიცარიელეს,
მაინც მოყვება ქაოსის ზღვები,
რამდენი ხნის წინ მიმარჩიელეს,
შენი თვალები და შენი თმები.

იცვლი თითებზე შემოდგომას,
სადღაც გამოგრჩა და აგვიანებ.
ახლა სხვა მხარეზე იოცებებ,
ახლა სხვა სამყაროს აპიარებ.

აპრილის თვეა და როგორც უწინ,
ატმის ყვავილებს უხდება დაღლა,
მე მარტოსული ვიყავი გუშინ,
და შენი თავი მაჩუქეს ახლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი