Anoias 2


რამდენი დაცემა, წასვლა და მოსვლები,
რამდენი ტკივილის მომსწრე და მნახველი,
და ჯერ არ დაღლილი იმ ერთი ოცნებით,
ტაძარში ერთად, რომ დავანთოთ სანთელი.

ყოველდღე გიყურებ, მანძილის შედეგად,
ვერ ვაღწევ შენამდე ასე თუ ისეა,
არ ვიცი წარსული რამდენჯერ ავრიე,
მაგრამ ყველაფერი საკმაოდ რიგზეა.

თუმცა დამიჯერე არ არის ადვილი და
სხვა კედლებს, დაუცველად ნუ მიედ მოედები,
ჰო ჩემი ემოცია , შენს მიმართ ნამდვილია,
უსყვარულოდ ხომ ვერ წერენ პოეტები.

მოვალ და მაგ თვალებზე, ურცხვად რომ შეგეხები,
ღიმილით მიპასუხე, რაც გინდა ის მითხარი,
ოღონდ ნუ გაცივდები, ძვირფასო გევედრები,
და გულის ღილები სულამდე შეიკარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი