მამაჩემსს
ვერ ვწერ მამაჩემზე ისე მერიდება, თითქოს სამუდამოდ მტკივა რომ წავიდა, მამი ვერაფერი კარგად ვერ იქნება, რამდენი ტკივილი და რამდენი დრო გავიდა. დღეს უკვე მეცხრამეტე წელია რაც წახვედი, და მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი დამიტოვე, თითქოს საცხოვრებლად სხვა ქვეყნად გადახვედი, და ნეტავ სად ცხოვრობ ის მაინც არ ვიცოდე. მამი თუ სიცივეა მითხარი გამაგონე, როგორმე მიპასუხე მჭირდება შენი ხმა და, მინდა რომ ბავშვი ვიყო და შენთან ვთამაშობდე, მინდა რომ ყოველ წამს თავიდან შემიყვარდე. მჭირდები მამაჩემო იმდენი ტკივილია, გვერდში თუ მედგებოდი , რაღა მიჭირდა და, მადლობა დედაჩემს რომ არასდროს მიგატოვა, და მისი სიყვარული იმ ქვეყნად გიწილადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი