დროებაა


ვარ კრიმინალი დანაშაული თუა სიმართლე,
მე ღამის ქუჩებს მივუყვები  არ მიზიდავს სინათლე,
მთავარია ირწმუნო მიიღებ რასაც ინატრებ
და ცივ ზამთარსაც ძველებურად რწმენით გამოიზამთრებ.
და თუ გამოიდარებს ვეგებებით მზის სხივებს 
ჩვენთან სულ სხვა წვიმა მოდის ქალაქში თუ იწვიმებს,
ან თქვენ რა გაშინებთ რატომ ერიდებით სიცივეს,
ვიცი დღეს ახალ რეალობას ციტირებთ.
ამ ჰიბრიდებს უფუჭდებათ სახელები,
მე მგონი ვერ არიან მომდევნო დღის მნახველები,
არ გვადარდებს ბარები და უფუნქციო პარტერები,
და ყლეზე გადაგვახიეთ ეგ ნაბოზრული მანერები.
პარტიული არჩევნები, არაფრის მთქმელი დროება,
აღარ ღირს თქვენი სტროფებით ამ
ხალხის დაფასოება,
თუ კი  ადამიანობა არსად იწარმოება,
აგერ შემოგვახიეთ ეგ თქვენი გარემოება,
რად გვინდა თქვენი წოდება, ანდა მითითებები,
ვინ რა უნდა გამიკეთოს ჩემით თუ ვერ შევძელი,
სიყალბის ხართ მონები და სიმართლის მკეცველი,
ეს ცხოვრება ქიმია ყლეობების შემცველი,
თუ იპოვე შემცვლელი ღალატსაც კი მიიწერთ,
რამდენია კარგი მაგრამ თქვენ ცუდის კენ მიიწევთ.

- [ ]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი