ძვირფასო 2


დილა გამითენდა უაზრო და ნაღვლიანი,
ალბათ დამაშვიდებს ახლა შენი ერთი ზარი,
შენზე ფიქრში აგონიით ჩამოვხსენი გული კარი,
ალბათ იმიტომ რომ
ვერ ვირგუნე შენი თავი.
მე ვიყავი ლოთი და შენი გულის მეპატრონე,
რადგან ამ
ქარებში მარტო მაინც ვერ დაგტოვე ,
რადგან სიცივეში შენს ღიმილებს ვეპატრონე,
ბოლოს მე და მთვარეს ერთად დაგვრჩა სიმარტოვე.
რატომ მიმატოვე ? შეკითხვები მიდი მოდის,
იქნებ მიპასუხო მე ის ბიჭი რითი მჯობნის,
მე კი ახლაც საყვარელო სუნი ამდის შენი კოცნის,
ყველა ლოცვის მერე გიხსენებ და ცრემლი მომდის.
ისევ ვხეტიალობ არ მჭირდება სხვა ქალები,
შენი წამწამები მახსენდება ნაწამები,
თმებზე დახვეული უჩვეულო ნაწნავები,
რით ვერ მოიშორე ნაბოზარი დაქალები,
ძვირფასო, მოისმინე ჩემი გულის ბგერები,
შენს თვალებზე შერჩენილი გაყინული ხელები,
ჩემი გადამტვრეული სიგარეტის ღერები,
მითხარი სად გიპოვო, მოვალ მოგეფერები,
აქაც ჩაიწერები მაგრამ არა შენი ნებით,
ვიცი ჩემი ქალი ვერასოდეს ვერ იქნები,
მაგრამ რა ვქნა ვეწევი და ყოველ ღამე მეფიქრები,
როგორც მწარე შინაარსის ვერლიბრები.
მესიზმრები თეთრ კაბაში როგორ ცეკვავ,
შენი წყნარი ნაბიჯებით ახლოს მოსვლას რომ
ვერ ბედავ,
მერე დაიმორცხვებ, მე ყოველდღე ვჭედავ,
ანუ ძვირფასო ყველდღე ასეთ სიზმარს ვხედავ.
და თუ გამოიდარებს ვეგებები მზის სხივებს 
ჩემთან სულ სხვა წვიმა მოდის გარშემო თუ იწვიმებს,
ან შენ რა გაშინებს რატომ ერიდები სიცივეს,
მაგრამ შენ ახალ რეალობას ციტირებ,
მაგრამ ვერ გავბედავ, რამე გითხრა ამის მერე,
ახლა ეს სიტყვებიც გალეშილმა დაგიწერე,
ვიცი რასაც ვგრძნობდი ბოლომდე ვერ აღგიწერე,
მაგრამ ახლა გვიანია ძვირფასო და დაისვენე.
ახლა რისთვის დავდივარ ან სად დავიკარგები,
ალბათ უკან დამყვებიან შენი ზურგის ქარები,
მაინც მახსენდება შენი სევდიანი თვალები,
არყით ხელში სიმარტოვის გზებით დავიარები.
ვერავინ ვერ ვიპოვე ჩემი თავის გარდა,
ჩამგლიჯე სახიდან მონაცრისფრო ფარდა,
ჩემი გულის სწორი მხოლოდ ერთი მყავდაა
და მასაც ვიღაც ფულიანი სირი შეუყვარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი