ჩემი ეზოს ლოქორას
გადი, წადი, გაძვერი. გაძვერ მარცხნივ და მარჯვნივ. ხელს არ შეგიშლი, პიქირით, ვარ შენი უფლების დაცვისთვის. უფლება რომ იცხოვრო, იარსებო და იყო, უფლება რომ გამექცე და რომ მე დამიწუნო, გულზე არ გეხატებოდე, შენს ბუნებას მიყვებოდე. და მე ამას დავიცან, შენს ბუნებას დავიცავ. ბუნების შეწინააღმდეგებას ეწოდება ინდოქტრინაცია, მისი ნაჩუქარია მეტაკოგნიცია. საჩუქრის მიმბრუნებელი - უზრდელია. ამიტომ გადი, წადი, გაძვერი. გაძვერ მარცხნივ და მარჯვნივ. უფლებების მოთხოვნა ფესვმობმული გრძნობაა, მე კი ამას დავიცავ, შენს პროტესტს მე დავიცავ. და თუნდაც მე შემიძულებ, ან ჩემი შეგეშინდება, იცოდე რომ ეს ფიქრი წარმოქმნის მოქმედებას. იმოქმედე რომ იგრძნო თავი შეფარებულად და ყოველი ღამე გავდგები, რომ იგრძნო თავისუფლება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი