შეხვედრა სიკვდილთან


როცა სარეცელთან სიკვდილი მოიპარა, ჩუმად მოიპარა ვით ქურდი ბნელ ღამეს,
სეხეული, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, უცებ მიითვისა  მასში დაიბუდა.
მაშინ დავინახე მზერა მომაკვდავის ,იქ კი ვეძიებდი მზერას ჩემიანის,თუმცა  ამ თვალებში უკვე სხვა შევიცან, იგი მას კი არა სიკვდილს ეკუთვნოდა,
იქიდან მიჭვრეტდა და მწარედ დამცინოდა:
მოდი,მომერიე თუ შეგწევს ძალ -ღონე .
ო, მაშინ ვიყავი ისეთი უმწეო,ისეთი უმწეო რომ თავი შემზიზღდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი