მაიკო ორბელიანის წერილებიდან


ქარიანში აყვავდება ვაშლი,
უმიზეზოდ იტირებენ ტირიფები,
ქარია და წვიმებია ქარში,
და გზებია ქარებივით ირიბები.
და სიონის ზარებია მწვავე,
აივანზე ჩუქურთმები აიქარგნენ,
ნაწვიმარზე ფოთლებია მწვანე...
ნეტავ საით, ნეტავ საით დაიკარგენ.
შენს ყაბახზე ჯირითია ქარის
და ჩრდილები ქორებივით აიშალნენ,
რად დატოვე თბილისი და მტკვარი,
სად წაიღე შენი სულის კაეშანი.
შენს ყაბახზე ჯირითია ქარის
და უბელო სიტყვებია გასახედნი,
რად დატოვე თბილისი და მტკვარი,
ასე ბედის ანაბარა სად წახვედი.
ქარიანში აყვავდება ვაშლი,
უმიზეზოდ იტირებენ ტირიფები,
ქარია და წვიმებია ქარში
და გზებია ქარებივით ირიბები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი