მე მახსოვს ერთი საღამოს ...
მე მახსოვს ერთი საღამოს ფერი, მე მახსოვს ერთი წყნარი საღამო, ყველაფრისფერი, არაფრისფერი, ოცნებასავით დაუსაბამო. ვიდექი მარტო, ვიდექი გარეთ, არ ჩანდა ცა და ცის დასავალი, არ იყო დღე და არ იყო ღამე, არც წარსული და არც მომავალი. იყო მიწა და იყო სიცოცხლე და იდუმალი, მყუდრო საღამო, ყველაფრისფერი, არაფრისფერი, ოცნებასავით დაუსაბამო... და მინავლული ნათელი მზისა შემორჩენილი მთებსა და ხრამებს, გრძნეული ძალით მაძლევდა ნიშანს, რომ კიდევ ძლიერ შორს იყო ღამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი