♡♡♡♡
მინდა ცოტახანს წარსულში დაგაბრუნოთ და ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ 2012 წელი ცივი დილა იყო, ისეთი შემოდგომას მუდმივად რომ ახასიათებს... საწოლიდან ფეხები ნელა გადმოვწიე რბილხალიჩაზე დავალაგე და ფანჯრიდან აჭრელებულ გარემოს და შიშველ ხეებს გავხედე.. გარემოს ცქერამ სასიამოვნო ფიქრებში წამიყვანა. ვგიჟდებოდი შემოდგომაზე.. ძალიან ხშირად ჩემი სულის სეზონს ვუწოდებდი.. ამოუცნობი და ცივი იყო.. თუმცა თავს მაინც შეგაყვარებდა მისი უჩვეულო სილამაზით.. არვიცი რამდენი დრო იყო გასული თუმცა ფიქრებიდან მობილურმა გამომარკვია -გისმენ ლი -ჩემო თბილო ამელი შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი საღამოს შევხვდეთ -კარგი ლი, მიყვარხარ -მეც მიყვარხარ ამელი.. ზარი შეწყდა უცნაური ხმა ჰქონდა ჩემს ლის, ერთიანად გახარებული და დამწუხრებული.. ძალიან მაინტერესებდა რასჭირდა თუმცა ვერაფრით ვხვდებოდი.. საღამოს უცებ მოვემზადე მაშინებდა მისი საუბრის ტემბრი.. დანიშნულების ადგილას მისულს ლი უკვე იქ იყო ჩვენს ხესთან -მოვედი ლი -ამელი, ჩემო ძვირფასო ამელი -რახდება ლი უცნაურად გამოიყურები და მაშინებ -როგორ მიჭირს ამისთქმა შენთვის ჩემო ამელი.. როგორ გაგწირო ამ ტკივილისთვის.. არმემეტები მაგრამ ეგოისტი ვარ და ვერც გაგიშვებ -მითხარი რახდება ლი, ნუ მაშინებ -მე ვკვდები ამელი ორი თვის წინ მეოთხე სტადიის კიბო აღმომაჩნდა.. ყველაფერი ძალიან ცუდად არის.. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ერთთვეს გასტანს -არაა ლიი ნუ ამბობ მაგას შენ იცოცხლებ და ძალიან ლამაზი მომავალი გვექნება მე და შენ -არმინდა ოცნებები დაგინგრიო ჩემო ამელი მაგრამ მე ვკვდები და შენ ამის შემდეგ მინდა ცხოვრება გააგრძელო -ჩუუ, ჩუუ ნუ ამბობ მაგასს, არა შენ არმოკვდები, არმოკვდები . ხისძირში ჩამოვჯექი ხელები თმებში წავივლე და აქეთიქით რწევა დავიწყე თან ვბუტბუტებდი -არმოკვდები ლი, არდამტოვებ ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა -მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ ამელი, ჩემი უფერული ცხოვრების ერთადერთი ფერადი წერტილი ხარ.. მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთვის რაც მაჩუქე -ვიბრძოლებთ ლი.. ნუ აქცევ ამ ფერად წერტილს უფერულად ლი -დამშვიდდი გთხოვ, და უბრალოდ ჩამეხუტე დიდხანს ვისხედით ჩახუტებულები ხის ძირში და იმ აუხდენელ მომავალზე ვფიქრობდით რაც განგებამ ასე უცებ გამოგვაცალა ხელიდან.. მინდოდა ეს დრო მის გვერდით ვყოფილიყავი.. ბედნიერი ყოფილიყო.. და მუდამ მომღიმარი დამმახსოვრებოდა.. მეორე დღიდან მისი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება, ვაკეთებდით ყველაფერს რაც მოსწონდა, ვასრულებდით მის ოცნებებს, ვთამაშობდით უამრავ თამაშს და ვიხსენებდით იმ დროს როცა ყველაფერი იდეალურად გვეჩვენებოდა.. საღაამოობით ჩვენს ხესთან მივდიოდით და ბევრს ძალიან ბევრს ვიცინოდით და ვტიროდით.. დრო იწურებოდა.. ვუყურებდი ჩემ ლის და ვიცოდი მალე ამღიმილით ვეღარ გამიღიმებდა.. სევდა მიპყრობდა.. ვერაფერს ვშველიდი და ეს ძალიან მთრგუნავდა.. მეორე საღამოს მე და ლი ძალიან მაღალ გორაზე ავედით.. ძირს ჩამოჯდა მეც მის გვერდით დამსვა და ცისკენ მანიშნა -ამელი, როცა ძალიან მოგენატრები აქ მოდი და აი იმ ვარსკვლავს შეხედე.. თითით ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისკენ მანიშნა, ელაპარაკე მოუყევი ყველაფერი და მე გავიგებ შენ ნათქვამ ყველა სიტყვას.. -ძალიან მიყვარხარ ლი -ძალიან მიყვარხარ ამელი.. ჩამეხუტა ისე თითქოს ეს ბოლო ჩახუტება იყო.. ვგრძნობდი ცოტა დრო იყო დარჩენილი.. ჩემი სიყვარული ხელიდან მეცლებოდა.. კიდევ უფრო ძლიერად მოვხვიე მკლავები და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე.. ვერვიგრძენი როგორ ჩამეძინა.. დილით სიცივემ გამაღვიძა.. არა ამინდმა კი არა ცივი სხეულის შეხებამ გამაღვიძა.. არ შემშინებია.. არც პანიკა ამიტეხავს.. ვიცოდი წავიდა ჩემი ლი.. მას ამის მერე მხოლოდ სიზმრებში ვნახავდი.. უსულო სხეული მიწაზე დავაწვინე ნელა დავიხარე შუბლზე ვაკოცე და ძალიან ჩუმად ვუჩურჩულე -ყოველ შემოდგომას მოვალ შენთან ჩემო ლი.. მისი საფლავი სწორედ იმ გორაზე იყო.. იმ ხის ძირში.. ხესთან რომელიც ჩვენ ყველა ღიმილს, სიცილს, ცრემლებს და ბედნიერ მომენტებს ფესვებში ინახავდა.. დაპირებისამებრ ყოველ შემოდგომას ავდიოდი ლისთან საათობით ვუყურებდი კაშკაშა ვარსკვლავს და ვესაუბრებოდი ლის.. ჩემი მანათობელი იყო ლი.. მანათობელი რომელიც ჩემმა საყვარელმა სეზონმა შთანთქა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი