დაკარგული ოცნება


კვლავ  შემომაწვა  დაკარგული  ოცნების  სევდა...
ფიქრებს  მოასკდა  იისფერი  წვიმების  თქეში...
შენ  უკან  დამრჩი  სინანულად,...- სულ  თან,  რომ  მსდევდა...
თუმცა,  - იმედი  გაზაფხულის  .. -დატოვე  ჩემში...
დარდი  მოწვეთავს  საწამლავად  გულის  საკნიდან...
ნისლმა  დაბურძგლა  მზის  სხივების  ცელქი  კიაფი...
ქარი  ამღერდა  მიჯნურივით  თითქოს  სარკმლიდან...
და  უნებურად  გამახსენა  ედიტ  პიაფი...
მერე  მომხვია  ...- გამიტაცა  წარსულ  რეალში...
წამი  შევავლე  სიყმაწვილის  ნაცნობ  ლელიანს...
გარინდულ  ღამის  მოჩურჩულე  ვერხვთა  შრიალში...
მთვარის  სხივები  ძველებურად  ისევ  გველიან...
მაგრამ, - მირაჟი  წამიერი,  - კვამლივით  გაქრა  ...
ფიქრებს  მოასკდა  იისფერი  წვიმების  თქეში...
შენ  უკან  დამრჩი  და  ოცნებაც  ნატვრებად  ჩაქრა...
თუმცა,  -იმედი  გაზაფხულის,...- დატოვე  ჩემში!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი