გრძნობა უცნაური


გულში შემომეჭრა სევდის ქარიშხალი, სხეული ფორიაქობს გრძნობებს ვეღარ მალავს. 
ტკივილი ძარღვებში ჩუმად დასეირნობს და სულის კარს აღებს დაუკითხავად. შეხედეთ ამ თავხედს როგორ გაყეინდა, ჩემი მაჯის ცემა უფრო ააჩქარა. თვალიდან მოსჩქეფს ცრემლთა ნიაღვარი, ღაწვები ცეცხლივით ააკიაფა. სულში ჩამეღვარა გრძნობა უცნაური, გააბა ძაფები და ქსელივით აიხლართა. ნეტავ რა უნდა აღარ მომეშვება? ეყო ამ უზრდელს უკვე რაც მაკადრა.
მაგრამ ჯერ ის არ გაჩერდება ან რა გააჩერებს  ამ მატყუარას. 
ერთხელ მე დავუშვი შეცდომა უნებური, კარი გავუღე მართალი მეგონა.
ამ დროს ეს ყოფილა თავზე ხელ აღებული, რომელმაც ცხოვრება ჩემი გაამწარა.
გრძნობა სახელად ტკივილი არის, სულის მჭმელი და გულის მომკვლელი. 
ის არის ერთი რამ უხილავი, რომელიც მლიქვნელურად გვიტეხს სახლის მთავარ საცავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი