მე მეგობარი გიწოდე რადგან ...
მე მეგობარი გიწოდე რადგან, მთელი სხეულით დაგაქვს სამყარო რომელსაც, ჩემი ცხოვრება ჰქვია რომელშიც , ხან წვიმს ხანაც ძალად თოვს . * მე მეგობარი , გიწოდე რადგან გული შუაზე გადამიხლიჩე , და საერთო ყველა ის გრძნობა რომელსაც, მძაღე ყოფა გვიმიზნებს . * მე მეგობარი გიწოდე რადგან , ცამდე მართალი დაგაქვს თვალები , უსამართლობას ხედავ და ბორგავ , ნელ-ნელა გწამლავს მწარე ნაღველი . * მე მეგობარი გიწოდე რადგან , ყველა წავიდა როცა შენ დარჩი როგორც იესომ , მოუხმო მამას სწორედ მის მსგავსად მიწად შენ მყავდი . * მე მეგობარი გიწოდე ომში , გიწოდე გლოვის მწარე თარეშში, შენ მომეშველე იმ ხანად ლოცვით ეკლიან გზაზე მცველად დამჩემდი. * მე მეგობარი გიწოდე რადგან , უერთმანეთო არ გვაქვს წამები , და ვით ტყეები გადაჩეხილი შენით ლაზარეს მსგავსად აღვსდექი .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი