გამითავისე


გამითავისე ,შენ სისხლ-ხორცად გამითავისე ,
თუკი გიყვარვარ ციდა ლუკმა გამინაწილე ,
დამარწმუნე რომ ტკივილებში მზე შემოაღწევს ,
და ჭრილობების დასტას უმალ გაგვიმაისებს .
❤ 
გამითავისე, ყოფის დღენი გამინაწილე ,
დამანახე თუ ჩვენი გრძნობით ,რას მივაღწიეთ ,
ყველა ბილიკზე შენი მაჯით გადამაცილე 
დაუბრკოლებლად ჭაღარამდე გთხოვ მიმაცილე .
❤
გამითავისე , მომეშველე როცა დამჭირდეს ,
როცა მომინდეს შენი გული, ფხიზლად დამირჩეს, 
ძვლების სიმყიფე მიწის ტვირთმა ,არ გვაგრძნობინოს 
ერთობის ძარღვი გულით-გულზე, არსად გაგვიწყდეს.
❤ 
გამითავისე,ერთურთისთვის ვიყოთ საყრდენი ,
ვიყოთ ნუგეში, ამ ამღვრეულ სულს რომ ამშვიდებს 
რა გამაციებს ყოფის მლაშე წუთისოფელში 
როს ალალ რწმენით სულის ყველა ხაპი გამივსე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი