სამშობლოვ ჩემო


********** სამშობლოვ ჩემო ! ❤ **********

შენ ყოველივე რარიგ გიხდება
რარიგ გიხდება სამშობლოვ ჩემო 
უცხოდ მორთული ზღვისფერი კაბა
ლოცვით აღვსილი მთებამდის ეზო 
*********************
ფილტვები შენი ჟანგბადით სავსე 
კვლავ დაეწაფა სიმართლის წყაროს
მე შენს მოგლეჯილ კუთხეებს ვგლოვობ
და მთლიანობას ქრისტეში ვლამობ .
*********************
თვალნათლივ ვხედავ წარსული გტკივა
და მოუვლელი დაგაქვს იარა 
უცხო მიწებით მტრის გული ძღება
ფიქრი ცრემლების ჰბადებს ნიაღვარს .
*********************
მაგრამ დროებით დროებით ჩემო 
ისევ აღსდგები ისე ვით ქრისტე 
მერე ცის იქით გადავშლით მდელოს
და ავაყვავებთ სიმართლის იებს .
*********************
ქვებით ნაჭედი კლდესავით მყარი
სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მარადჟამს მყავდე
მტერთა მაჯებით წართმეულ ველზე 
ღვთის სამადლობელს ათასგზის ვსვამდეთ .
*********************
ნურასდროს წარსულს ნუ დავუძახებთ
რითიც ვიშვით და რითაც ვიცოცხლებთ
შენი მშვენებით თვალებს ვახელებ 
დაუსრულებლად მწამს რომ იცოცხლებ . !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი