სად არიან ...?!
*****სად არიან?! ***** სად არიან სად არიან ღვთისმშობელო , შენი მიწის განუყრელი შვილები , აქ როდემდე აქ სადამდე ვიბორძიკოთ ხორცი არა სული დაგვაქვს მშიერი , გაანათე განაბრწყინე საქართველო, გთხოვ მცირედით შეუცვალე იერი , თუ გინდ ისევ აგურ- აგურ ავაშენოთ და ნურაფრით ნუ გავხდებით მტრისები . მომაწოდეთ ჭიქა წყალი მთების ჭიდან ქართულ ღვინის ააყვავეთ ლერწამი , გულში დარდის ტბორი-ტბორზე დამდგომია ნეტავ სიტყვა მიაღწევდეს ღმერთამდის , ეს ვერაგი სამყოფელი დარდის ზღვაა ვერც ეს მაჯა დღეს ისეთი ვერ არის , ოდეს იყო სადღაც ფეხი ამიცდა და წლები ვითვლი, საქართველოს ზღვებს გავცდი , ვერ ვიგუე ვერ შევხორცდი ამ ყოფაში , და ჩემს სულში დღენიადაგ სევდა წვიმს , ამიკეცეთ შემიმოკლეთ ფართო გზები ჭაღარა თმა მაინც ვნახო დედასი , დამამუნჯეთ , დამაყრუეთ , გთხოვთ იქამდე ბრძოლის ძალა აღარ შემრჩეს მტერთათვის , ამიხდინე ამისრულე ეს ოცნება შეიბრალე შენი შვილი ,ვერაგი , ჩაეკონოს ფეხი დადგას მშობელ მიწას დაიბრუნოს საქართველოს მტევანი .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი