როგორი დრო გვიდგას ?!


როგორი დრო გვიდგას ?!
ავი და მტარვალი ,
ბოროტი ტაცებას 
და ყლაპვას წადილობს .
არავინ არ ცდილობს 
არჩიოს ავ-კარგი ,
ყველა თავს სარგებლად ,
ნიღბებით არიფობს .
*
დიდი თუ პატარა 
ვინ იცდის სარჩევად ?
ან სიტყვა პასუხი ,
სად ზომონ რა იყოს .
ოღონდ ,თავს არ ავნონ 
სარგებელს გამოგრჩნენ ,
და თუნდაც ტკივილმა 
ზღვა ცრემლში ჩაგილბოს .
*
სიტყვები ? 
სიტყვებს რომ უკვირდნენ 
დრო აცდით ?
ან ის სად ეძებონ 
შენ გულს რა გაგითბობს .
ელიან იმ წამებს 
ღიმილი შემოხვდეთ ,
პირსახე ეცვალოთ
ტკბილს მლაშე ჩაგილბონ .
*
სითბო და რა სითბო ?
ცივია რომ ვხვდები 
გულამდე არ მომდის ,
ძარღვებს , სისხლს არ მითბობს .
არ მილღობს ტკივილებს 
ვხვდები სულ სიყალბეს, 
მეხრჩობა სული და 
სხეულსაც არ მინდობს .
*
ცივი მაჯებიდან 
არ მოდის სიკეთე ,
და არც სიყვარული 
ქვად ნაქცევ გულიდან 
მაინც შემასმევენ 
სიმწარის ფიალას ,
აღარ გამიშვებენ 
ამ მჟავე ომიდან 
*
და მაინც !
ავდგები 
ათასჯერ ვარდნილი ,
ავდგები ღმერთამდე 
გავიკვლებ ბილიკებს 
ვიცოცხლებ სადამდეც ,
სადამდეც ვისუნთქებ ,
ლოცვით მოვერევი 
ცრემლსა და ტკივილებს .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი