მე სიყვარული მინდოდა შენგან ...


მე სიყვარული მინდოდა შენგან 
მარტოდენ გული ადამიანო 
თვალებს გისწორებ 
და გეკითხები 
რამდენჯერ უნდა 
გადამიარო,
*****************
რამდენჯერ უნდა 
შეივსოს მითხარ
შენი სიყალბით
მჩატე ფიალა,
ვხედავ უღმერთოდ 
რომ არსებობამ
არასგზით აღარ გადაგიარა,
****************
ვხედავ თვალებში
ცოდვის აჩრდილებს 
და გაშმაგებულ წყენის 
ნიაღვარს ,
ვგრძნობ თუ შენს 
სიტყვებს 
შენს მოქმედებას 
უშენობისკენ როგორ მივყავარ ,
**************
როგორ ვეჩვევი თურმე ყველაფრს
და მიღრმავდება სულის იარა 
როგორ მოვბრუნდე, 
როგორ აღმოვთქვა
რომ არაფრისთვის 
აღარ მიყვარხარ, 
**************
რომ მე სულერთი თავად
შენთვის ვარ
ერთგულად ჩემში 
გამოგიგონე ,
ისიც წაშალე 
ისიც გათელე
ოდესღაც შენში 
რაც მოვიწონე ,
***************
ოდესღაც შენგან 
რაც წარვიტაცე
გამოგარჩიე რითაც
სხვათაგან ,
ის სიკაშკაშე 
ის სილამაზე
გულცივობით და
ღვარძლით გაქარწყლდა 
**************
გაქარწყლდა რასაც 
ჩავებღაუჭე 
რისთვისაც მუდამ
მსურდა მყოლოდი ,
მე გვიან მივხვდი 
და შევიგრძენი 
რომ ამ მაჯებით 
მარტო ვბრძოლობდი
*************
მარტო ვბრძოლობდი 
აღარაფრისთვის 
რადგან სიყვარულს აღარ მიჰგავდა
რასაც ეს გული 
ვით დამარცხებას 
უშენობისკენ 
შენგან მიჰყავდა ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი