შენთან მოვედი ...
დღეს თვალებიდან სევდისფერი გცვივა ცრემლები, ჩემი ცოდვებით დამჩნეული გტკივა იარა, შენთან მოვედი მე რიგითი მიწის მშობელი , ძლივს დაღწეული სისხლისფერი ცოდვის ნიაღვარს . შენთან მოვედი დღეს თვალებში მიჭირს ყურება, ოცდაათ ვერცხლში გადავცვალეთ შენი ღირსება , მხურვალე ლოცვით დაიფშვნიტა მთის ხელა ცოდვა , შენდობის წვეთი აყვავილდა სულში იებად . შენთნ მოვედი დალურსმული ვნახე მაჯები , კვლავ სიყვარულის ვერ დაცლილი შემხვდა თასები , ამ სიყვარულით გოლგოთამდე ჩვენთვის ასულო, დაუბრკოლებლად აღასრულე მამის ანდერძი . შენთან მოვედი მე ცოდვილზე ცოდვილი მიწად , ვერ ნაღირსები მომაგებე მაინც შენდობა , ასე ძვირფასი მაგ სულისთვის მანიშნე რით ვარ რით ვერ იკმარა ამ მაჯებმა ცოდვით ვერ ძღომა . შენთან მოვედი ღვთისმშობელი ძალზედ მწუხარე , შვილის შემყურე განსაცდელში ცრემლით ძღებოდა , ისე სტკიოდა როგორც არცერთ დედას მიწაზე , და ნაადრევი გაზაფხული სულში კვდებოდა . შენთან მოვედი ჯვარზე გაკრულს მიჭირს გიყურო, ჩემი სხეულის ცოდვებისთვის ხარ ნაწამები , დაფლეთილ ხორცზე დამჩნეული მათრახის წყება , და სამეუფოდ დაბნეული ეკლის გვირგვინი. შენთან მოვედი დარბეული დამხვდა ტაძარი და დიდებისთვის მონათლული რწმენა გოდებად ირგვლივ უღმერთოდ აყვანილი ცამდის ადათი და ცოდვილთაგან შელახული საღმრთო მოვლენა . შენთან მოვედი მაგრამ ვინ ვარ ხორცის ნაგლეჯი , რწმენის დარბეულ საძირკველს მწამს სადღაც ავაგებ , ვეღარ დაგვცლიან ამასოფლად ცოდვის მაჯები , ვერ დახუჭავენ თვალთა გუგებს რწმენით განათევს . შენთან მოვედი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი