ღამე


ღამე მობინადრე
ღამე მოდარაჯე
ღამე მოკაშკაშე
ვარსკვლავითურთ

სიმშვიდის ფონზე
სიმშვიდით გვმოსავს
სიმშვიდეშივე
გვეალერსება…

ეტალონია სიყვარულისა
ეტალონშია თვით ღამის გული
ყველა გვტოვებს და ყველა გვშორდება
ღამე კი თითქოს გვესაუბრება. 

ღამევ ავდრიანო
ღამევ ავ დღიანო
ღამევ დღეს რატომღაც
სულში ჩამახედე….

2. 11. 2022

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი