როგორ არ დავწერო!
როგორ არ დავწერო?როცა მეწერება! როგორ არ ვიმღერო?როგორ მემღერება! როგორ არ ვიცეკვო?მე,რომ მეცეკვება! ღიმილი დავმალო?რამდენჯერ შემეძლება! მინდა სახეების სრული გაღიმება! სიკეთის თვალები სხივს,რომ ეფერება! მზეც კი მთის მწვერვალებს ნაზად ეფინება! აი ასე მინდა,თითქოს მოფერება! როგორ არ ვილოცო...უფლის სადიდებლად! როცა ყველა ფერი მისგან ფერადდება! მე კი ეს ფერები,როგორ მეფერება! ჩემი სიცოცხლეც,რომ გამიფერადდება! როგორ არ დავხატო?როცა მეხერხება! მთელი დედამიწა უფლის სადიდებლად! ალბათ ვერც გავბედავ ფერის შეხამებას! სხივი,რომ არ მქონდეს გულის შესაქმნელად! ალბათ ეს სამყარო გაჩნდა მავედრებლად! მისი ძალისხმევის ხმათა ხავერდებად! მთებიც მოიდრიკა ღმერთის სავედრებლად! როგორ არ ვილოცოთ უფლის სადიდებლად! 10.01.2023 თ.ფუტკარაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი