სიყვარულო


ჩემო ბულბულო...
შენ მიბულბულო?
ჩემთან გიგულო!
და გებულბულო!

ჩემო გუგულო...
მე გიგულგულო?
შენთან მიგულო?
ესეც ვიგულო!...

ჩემო მზის გულო!
ერთად ვსულგმლობთ!
დიდხანს ვიგულოთ!
მართლაც ვბულბულობთ!

ჩემო სუმბულო!
შენ მისურნელო?
ფიქრზე მიბმულო!
უცხოდ მსურველო!

ჩემო მთის გულო!
ერთად ვიგულოთ!
ტრფობას ვუგულოთ!
გრძნობით ვიცოცხლოთ!

11.01.2023

თ.ფუტკარაძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი