Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_6vp5bv53cucff40k0tnq8dn1qr, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სიმშვიდე სადაა... - თამარ ფუტკარაძე | პოეზია

სიმშვიდე სადაა...


მიზანი თუ მტკიცეა!
მიზეზი არ არსებობს!
სიტყვები თუ მყისეა!
ბზარი ვერ იარსებებს!

ბრძოლა თუ სამართლიანია!
გამარჯვება წარმატებულია!
სიყვარული თუ ჭეშმარიტია!
 დავიწყება შეუძლებელია!

ცალმხრივი არაფერი ვარგა!
მითუმეტეს გრძნობა...
წამოძახილმა ფასი კარგა...
სიზარმაცემ კი ბრძნობა...

სხვის ხელებში ყველაფერი მარტივია!
სიმართლის გზები  ღირებულია!
ადამიანობა კი რთულია...
მაგრამ სისუსტე ადვილია...

ცხოვრება თუკი ბრძოლაა ...
მაშინ სიმშვიდე სადაა...
მაშინ რომელი დროაა...
ალბათ სიახლეც მზადაა...

სიმშვიდე სადაა....

23.01.2023

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი