Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_8sh8v3as1pnbadak7l1voaj12v, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დედა ენა - თამარ ფუტკარაძე | პოეზია

დედა ენა


ბედნიერი ვარ,რომ ვარ ქართველი
და აი-ია ჟღერს,ჩემს ნოტებში
დედა ენაა,ჩემი მმართველი
მისი ბგერები მიძგერს ყლორტებში. 
 
ვინ სთქვა იაკობს არ ჰყავდა შვილი 
არ შეიტანა მშობლობის წვლილი
მან გვიანდერძა წიგნი გზა-შლილი
აჰა!თაობავ აღზარდეთ შვილნი. 

ერო გულადო სიბრძნევ ძირძველო
მთათა ჯაჭვისებრ გადმოქარგულო
შენ და დიდება,ო, ენავ ჩვენო
მრავალჟამიერ ენავ ქართულო.

14. 04. 2008

თ. ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი