უფალო


უფალო შენგან მოძღვნილი სული გქვმნის ადამიანად...
ვერ დაგიფასეთ ეს ძღვენი ვიქმენით სიამოვნებად....
გული არ გვემორჩილება,თვლემა გვაქვს ჩვენ დარდიანად...
თუ ვერ გავერთეთ ვერ ვქმენით,მოლხენა სანდომიანად....

უფალო ცრემლმორეული,არვიცი რა შეგევედრო...
მოდა აქციეს საკურთხად,ავტო მარკას ქმნის წირული...
ფულმა იყიდა ნდობა და სწრაფად მოძრაობს  უკვე დრო...
სულს ნუ გავყიდით იცოდეთ,არ დავრჩეთ მთლად განწირული....

მალე დადგება ჟამი და შვებას იგეგმებს მიწანი...
ასე არ გასტანს ვიცოდეთ,გზა არის მადლის მიზანი...
უკვე დრო არის გამოჩნდეს,აქ უკვე არის ნიშანი...
უფალო არ მიგვატოვო,გვაჩვენო იქნებ ვინც არი!

უფალო გვიხსენ ტვირთისგან,მოგვეცი ჩვენცა შველანი....
თორემ იქნება არ დარჩეს ცოდვა არ ჩაუდინარი...
...

6.02.2023

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი