წვიმს
წვიმს,სიჩუმეში თითქოს წვეთები უეცრად ქრება... წვიმს,ეს ცრემლები ტკივილისგან თოვლად,რომ დნება... წვიმს,განსხვავება მასშიც არის,როგორღაც ხვდება... რომ დედამიწა სხვანაირად უფერულდება... რამდენჯერ სცადა წვიმამ წვეთებით გადაეშალა... კაცობრიობის ნაკვალევი,მაგრამ ვერ ცვალა... აღარ მოითმენს დედამიწა,ბევრს შეეშალა... დაუნდობელმა ბოროტებამ სული გაცვალა... სხვისი საქმეც კი ჩევნთაგანის სადარდელია... სხვისი წახდენა ჩვენი ენით სატირალია... დიდი ცოდვები ყოველ ჩვეგანის საფიქრალია... რადგან წვიმაც კი ცრემლებსავით წამებულია... 11.02.2023 თ.ფუტკარაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი