Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_bcoovklcb0n1koc7367oo9ea5c, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სევდის გზაზე მივდიოდი მე ნელა - თამარ ფუტკარაძე | პოეზია

სევდის გზაზე მივდიოდი მე ნელა


მზის სხივებმა მამცნო კიდევ სიცოცხლე...
არ მომკვდარვარ!როგორც ვხედავ ვიცოცხლე...

წარღვნა ვნახე! გულზე შხამად ვიგემე...
დედა-მიწავ სულში რყევა  იგემე...

ვეღარ უძლებს ტკივილს თვალსაწიერი...
აღარ ითმენს სევდის ცრემლებს იერი...

მზეც კი სახეს ბნელ ღრუბლებში მალავდა...
თითქოს ზეცა ობოლ გულებს ფარავდა...

მხოლოდ რწმენა თუ იქმნება ზეცამდე...
მაშინ სული დამშვიდდება ველამდე...

მე კი კვლავაც აღმართს მივსდევ თქვენამდე...
და სიყვარულს კვლავ დავთესავ სევდამდე....

12.02.2023

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი