შთაგონება🌸
თუ რამ საუნჯე ვიხილე კაცთაგან გონი რამ არი! ვერცა იშოვი მას გზაზე,თუ ბინადარი არ არი! ვერცა იყიდი ქმედებას,არცა საფიქრი რამ არი! თუ ბუნებისგან არ გეძღვნა,როგორ იპოვი?სად არი! გზის უსასრულო ბილიკი,თითქოს სავალი აქ არი! ამა გზას არვინ შერჩება თუ ნაფეხური არ არი! დრო ისე სწრაფად გაქრება,მოიხედავ და არც არი! მხოლოდ სახელსა შერჩება, რაც ღირებული რამ არი! შთაგონებაა მთავარი,გულის ხმაც თითქოს აქ არი! ურთიერთ ზემოქმედებენ,არცა სხვა აზრი არ არი! იქნებ სათქმელი სიტყვათგან , სიმართლე არის მთავარი! და ამ სინათლეს სჭირდება,თვით-ბრძოლა ნაამაგარი! არცა ბუნება გაწყრება,არცა იქმნება ავდარი! არც დაგიბრმავდეს ხედვა და არცა სიბნელე არ არი! სიჩუმე ბევრის მთქმელია,სმენა აქვს თითქოს მაგვარი! სჯობს უთქმელობა სიტყვისა,თქმა ავსა სიტყვის მაგვარი! ენა მეტყველი ბრძენია,მოკლე აქვს მას საუბარი! ენა მლიქვნელი ბევრსა აქვს,თითქოს ყველსთვის მზე არი! არადა ყველამ კი იცის ვისთვის ეს ხედვა რა არი! აღარ ღირს თავის კატუნი,მოძველდა საქმე ამგვარი! ყველაზე დიდი სიმდიდრე ჭკუა არის ვითარც მხედარი! ის გაიმარჯვებს ბრძოლაში,თუ მას აქვს თვალი მხედვარი! სიფრთხილით გზას გაუყვება,ნდობა არა აქვს მდევარი! არცა გატეხა სიტყვა და მტკიცეა ვითარც ზენარი! სიბრძნე ყოფილა ეული,სიცრუე უფრო მგზნებარი! აალებული ცეცხლივით,შორიდან შესამჩნევარი! ნაკვერჩხალს ვერვინ ვერ ამჩნევს,იქნებ ეს არის მკვლევარი! მისგან ინთება ყოველი,ვითარც სინათლე მზე არი! არ ღირს შეწირვა ტყუილზე თუ მასში ხედვა არ არი! არცა სიმართლის მარცვალი არ ითესება ამგვარი! არცა სახელს აქვს ღირსება,თუ მასში თმენა არ არი! ვერცა სიჩქარით დაიჭერ, მწვერვალს არწივზე მდევარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი