წამია წუთისოფელი


წამია წუთისოფელი...
ჩუმად ზის სევდის მყოფელი..
არცა ღირს გულსა მთხრობელი...
გათქვა რასაც გრძნობ ყოველი...

სიჩუმევ შენ ხარ მფლობელი..
ყოველი ცუდის მგმობელი..
გესმის გულისთქმა ყოველი...
ენა სხვას ამბობს მთხრობელი...

როგორ დავკემსო ეს ენა...
არადა არ ღირს მოსმენა...
არცა ღირს სხვისი დასმენა...
თუ ცარიელი აქვს სმენა...

რა დრო დაგვიდგა მიწაზე...
თითქოს ფრენა აქვთ ზეცაზე...
ხედვა აქვთ თითქოს მინაზე...
არ ფიქრობს ნდობის კერაზე...

ნდობა დამარცხდა უნდობთან...
გულმა კი უგულობასთან...
სინდისი უზნეობასთან...
სიმართლე სიცრუესთანა...

გავა დრო სწრაფად გაქრება...
როგორც დღე დაგვიღამდება...
სინდისი უმალ წახდება...
და აღარასდროს აღსდგება...

ხანდახან უნდა დაეშვა ..
ნახავ ვინ როგორ მოეშვა ...
ენა რა სწრაფად აეშვა...
ამბავს ლეგენდა მოეცვა...

უფალო კვლავ შენს იმედად...
აღარც სხვა ხედვა არ მინდა...
ვიმედოვნებ რომ ამჯერად...
დავძლევ რაც ჩემგან არ გინდა...

24.02.2023

თ. ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი