ჩემი სევდის სანთელო
ჩემო სევდის სანთელო... რად იწვი ნელა-ნელა... იქნებ გამიჯანმრთელო... რამაც მე დამანელა! რომ ანათებ კარგი ხარ, დარდით აღარ მარგიხარ! აღარც არსად ანთიხარ! გულში დარდათ მაზიხარ! ჩემო გულის სანთელო! ჩემო თვალთანათელო! იქნებ ზღუდის მნათელო!. სახე გაგვინათელო! არცა ხმა კატამონთან აღარც გზა კარიბჭესთან, აღარცა კატა ლომთან, სად ვეძებოთ ვის ბჭესთან? თუ ბედისგან განდევნილს, მიწაც აღარ მიგვიღებს, მაშინ საით გაგვდევნის, უბედობა იღრინებს! დაე, იქნებ უფალმა... გვაპატიოს ყოველი... გვაშოროს სარეველი... და ლოცვით ხსნას მოველი!... კვლავაც ისევ ინათებს... როგორც მზე,რომ გვინათებს... ჩემი სანთლის სინათლეს... ქვეყანა გამინათლებს... ჩემო სევდის სანთელო... მჯერა მალე მნათელო... დარდისა გასამთელო... გამარჯვება ამრთელო... როგორც ერთია უფალი... ასეა ერთი სამშობლო ცა-ფირუზია და მდელო... როგოც სამოთხის სამღებრო! 5.03.2023 თ.ფუტკარაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი