რამ დააბრმავათ ბეჩავნი
რამ დააბრმავათ ბეჩავნი!ნეტავ რა ცოდვამ ეწიათ? ფულზე გაყიდეს სინდისი აგერ დღეს წამოეწიათ? არღა ეშველა გონებას,ვერაფრით ვერ მოეწვიათ! სირცხვილი ცაში გაფრინდა,ხიმინჯი გამოეწიათ! ღმერთო სამშობლო გვიცოცხლე,არ დაგვაობლო ქვეყნითა... არცა წაგვერთვას სინდისი და არც სიკვდილი მოყმითა... იქნებ კვლავ ცოცხლობს ორგული,ხელაწეული თოფითა... და ელოდება ილიას კვლავაც დაფლითოს ცოფითა... მხოლოდ სვლას ვხედავ ბედისა,წარსულის ნაფეხურითა... როგორ ქიშპობენ ერთურთში,ფესვებს უმტრევენ ყლორტითა... არცა აკლებენ საწამლავს,როგორც მგლისებრი ენითა... დაჭრილ არწივზე თავდასხმა სჩვევიათ კვლავაც ხმლებითა... უფალო გზა გაგვინათლე არცა გვაქვს ხედვა გონისა... არცა გვქონია სხვა მიწა,ხვავი არ გვაკლდა ხორბლისა... ხედვა გვაქვს დაბრმავებული,დაუძლურება ღონისა... თუკი აქამდე მოვედით,რად არ გვაქვს ხედვა ბორბლისა... 2.03.2023 თ.ფუტკარაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი