თუ მართლა გიყვართ!


თუ მართლა გიყვართ, მის თვალებზე სანთლებს დაანთებთ!
რომ მის სახეზე არასოდეს არ დაგიღამდეთ...

თუ მართლა გსურთ,რომ შენს გულისთქმას გრძნობა აჩუქოთ!
მაშინ არასდროს არ გაუშვა მარტოდ არსადროს...

თუ მართლა გინდათ,ცხოვრებაში იყო მიჯნური!
ნუ გაექცევი წინაღობებს უხმო ბილიკით...

თუ მართლა იცით,რარიგ ტკბილია ნამდვილი გრძნობა!
როგორ იცხოვრებთ,მის გარეშე?განა იცოცხლებთ...

თუ მართლა არის ჭეშმარიტად მასში ყოველი!
მისგან არასდროს მიზეზებსა არღა მოველით!

თუ მართლა გიყვართ,მთებს გადადგამთ ლოცვით მლოცველნი!
 და წინაღობებს თუნდ ეკლიანს,ხელით მოცელავთ...

თუ მართლა გიყვართ,უფლის ნებით კიდეც ინათებთ,
მაგრამ,მთავარი! აი, ეს არის თუ მართლა გიყვართ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი