უფალო


ყველა გზას შენამდე მოვყავართ!
დარდი გვაქვს ცრემლებით მოგმართავთ!
ტკივილებს თქვენს სახლთან დავყავართ!
ცრემლებით სარკმლებთან მომდგარვართ!

თუ არა ტკივილი მოვიცლით?...
ნაკლებად შევხედავთ სახით ცით...
ირიბად მადლობას მოვიხდით...
და უმალ გავყვებით ჩუმი გზით...

სევდაა შენამდე ჩვენი გზით...
ჩურჩულით ვიპოვით მაღლა ცით...
მადლობა უფალო რომ გვიძღვნით...
სავალ ბილიკებს შენსავ მზით...

რომ არა ტკივილი,არცა  ვხსნით...
რასაც  დარდისას ამოვხსნით...
როცა სევდასაც მოვიხსნით...
სულსაც შფოთვისგან გამოვხსნით...

ქვეყნიერების გამჩენო...
სამყაროს ბატონ-პატრონო...
რა ახლოსა ხარ უფალო...
არ მიგვატოვო არასდროს...

21.03.23

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი