ბუდე


ბუდე ბედზე დაბუდდაო,
ბედი ბუდეს აგებდაო...
გამრავლება დაბედდაო...
ბედზე ბუდე დამშვენდდაო...

ბუდეს ბაზი ანგრევდაო...
ბაზი ბედზე ბრაზობდაო...
ბარტყი ბანზე დარობდაო...
ბუდე ისევ გვარობდაო...

ბუდეს ბევრი ბრალობდაო...
ბევრიც ბადეს ბურავდაო...
ბოღმაც ბევრად მრავლობდაო...
ბუდე  ბედით ბედავდაო...

ბევრი ბუზის ბზუოდაო...
მართვე ბრბოზე ბრაზობდაო...
ბედი ბუდეს ბედობდაო
ბარს არწივი ბღაოდაო...

3.05.2023

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი