მაისობა


მერამდენე მაისობა მოსულა!
მერამდენე მერცხლობისა მრავლობა,
მოხალისედ მებაღეცო მოსულა,
მომლოდინე მინდვრებისა მალულად...

მერამდენედ მომეფერა მზემანო...
მომეფეთა მოკაშკაშედ მთამანო
მნათობელზე მომლოდინედ მავალნო...
მსხივოსანო მოგვეშველე მალამოდ...

მიმოზები მიმოვფინოთ მინდვრადო...
მღელვარება მგრძნობელობას  მივანდოთ..
მიყვარხარო, მაისობდეს მუდამო...
მარგალიტნი მოგვაფრქვიოს მუზამო...

9.05.2023

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი