უფალო


უფალო მფარველი ხარ დედამიწის!
ჩვენთვის  ნაჩუქარი ცა და მიწის...
იქნებ ამ ყველაფრის აღქმა  გვიჭირს...
იქნებ გვაპატიო,ჩვენ რაცა გვჭირს...

უფალო მოწყალეთა მწყალობელო...
უხვად მოგიძღვნია წყალობაო...
იქნებ,სულ გვესმოდეს მგალობელო...
სამოთხის  ხმაზე გალობაო...

უფალო ვერ აღვიქვამთ რეალობას...
მხოლოდ ველოდებით უხვ წყალობას...
ხშირად არც კი ვამბობთ ჩვენ მადლობას...
არც კი ვუშინდებით ფუჭ-მავლობას...

ადამიანშია   ყველა სახე...
რაშიც  დედამიწა  გამოსახე...
სიცოცხლეს სიკეთე  დაუსახე...
სიყვარულისთვის,რომ გარდმოგვსახე...

უფალო ნეტარმა დაგვავიწყა...
ენამ მაპატიე დაივიწყა...
ბუნებამაც რისხვა კი გვაუწყა...
გაზაფხულმაც კი დაგვივიწყა...

უფალო გვაპატიე შეცდომები...
ნებით,უნებლიეთ რაც შევცოდეთ...
ცოდვილში, უცოდვილნო შეგვიცოდე...
ცოდვილთ გონებაში შეგვილოცე...

12.05.2023

თ.ფუტკარაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გიორგი გაგნიძეადამიანი1 წლის წინ

👍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი